ეკოსახლის არქიტექტურული და ინჟინრული გადაწყვეტა შენობის თბოდანაკარგების გაანგარიშება ექსპერიმენტალური მონაცემების საფუძველზე.

პროექტი ითვალისწინებს ნამჯის შენობა-ლაბორატორიის აშენებას  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მერვე კორპუსის გვერდითა მიშენების სახურავზე, სადაც მოთავსებულია ქარის ელექტროგენერატორი და მზის ენერგიით ცხელწყალმომარაგების დანადგარი.

 

აშენებულ შენობაში სწავლის პერიოდში ჩატარდება ლაბორატორიული ცდები. სათავსოს შემომზღუდავი კედლების, იატაკის, ჭერის, ხვედრითი თბური მახასიათებლების ექსპერიმენტული მონაცემების კვლევა, რომელიც შემდეგ გამოყენებული იქნება თბოდანაკარგების (თბოგამტარობის, თბური დანაკარგების, თერმული წინაღობის) გასაანგარიშებლად.