ელექტროენერგიის ნეტო-აღრიცხვის რეგულაციის ანალიზი და პრაქტიკული განხორციელება სარკინეთის მამათა მონასტრის მაგალითზე

პროექტი მიზნად ისახავს  ერთ კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით შეაფასოს ელექტროენერგიის ნეტო-აღრიცხვის რეგულაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები, გამოავლინოს ნეტო-აღრიცხვის პროექტის განხორციელების ბარიერები, მოიპოვოს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მიკროელექტროსადგურის ან/და მისი შემადგენელი ნაწილების მწარმოებელთა/მოვაჭრეთა რეესტრი, კონკრეტული მაგალითის საფუძველზე გაანალიზოს არსებული ტექნოლოგიების (მაგ. მზის პანელი vs. მიკრო ჰესი) ხარჯ-ეფექტიანობა. პროექტში ჩართული იქნებიან სტუდენტები, რაც ხელს შეუწყობს მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტი ითვალისწინებს ახალი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობას სარკინეთის მამათა მონასტრის ენერგომომარაგებისთვის, ელექტროენერგიის ნეტო-აღრიცხვის ახალი რეგულაციით გათვალისწინებული მომსახურების პირობებით.