ელექტრულ ქსელებში ძაბვების არასინუსოიდურობასა და არასიმეტრიულობაზე მომხმარებელთა გავლენის გამოკვლევა და წვლილის შეფასება.

პროექტი ითვალისწინებს ელექტროენერგიის ხარისხის ისეთი მახასიათებლების გამოკვლევას, როგორიცაა ძაბვების სამფაზა სისტემების არასინუსოიდურობა და არასიმეტრიულობა.

 

დაგეგმილია ელექტროენერგეტიკული კომპანიის რომელიმე ელექტრომომარაგების სისტემის  საერთო მიერთების წერტილში ძაბვების არასინუსოიდურობისა და არასიმეტრიულობის მდგომარეობის გამოკვლევა. ელექტროენერგიის ხარისხის ამ მაჩვენებლების სტანდარტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დადგინდება ის მომხმარებლები, რომლებიც აუარესებენ ელექტროენერგიის ხარისხს, რომელთა მიმართ შესაძლოა მიღებული იქნას შესაბამისი ზომები.

პროექტი წარმატებით დასრულდა 2016 წლის მაისში.