ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაცია სკოლის მოსწავლეებისთვის

პროექტი ითვალისწინებს თბილისის სკოლის მოსწავლეებს შორის ენერგეტიკის დარგის და ენერგეტიკის ფაკულტეტის პოპულარიზაციას (ენერგეტიკა, ელექტროინჟინერია, ელექტრონიკა). პროექტის აუდიტორიაა 10-11 კლასის მოსწავლეები, ვინაიდან ისინი დგანან სამომავლო პროფესიის და საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევის ზღვარზე.

 

პროექტში ჩართულები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტროინჟინერიის მიმართულება.

 

პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება ენერგეტიკოსის პროფესიით  და  ენერგეტიკის ფაკულტეტით დაინტერესების ხარისხი. პროექტი ხელს შეუწყობს ენერგეტიკის დარგში ახალგაზრდების მოზიდვას და მომავალში, შრომის ბაზრის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფას.