ენერგიის განახლებადი წყაროების ბენეფიტების გაცნობა ახალგაზრდა თაობისთვის.

პროექტი ითვალისწინებს ენერგიის განახლებადი წყაროების შესახებ სემინარების ჩატარებას სხვადასხვა უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის.

 

დაგეგმილია თბილისში,  სხვადასხვა უნივერსიტეტებში სემინარების ჩატარება. სემინარის სამუშაო თემებია: ქარის ენერგეტიკა, მზის ენერგეტიკა, გეოთერმული ენერგეტიკა, ბიომასა, ტალღური და ოკეანის მოქცევის ენერგეტიკა, გარემოსდაცვითი ასპექტები არატრადიციულ განახლებად ენერგეტიკაში. პროექტი ხელს შეუწყობს სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას განახლებადი ენერგეტიკის შესახებ.

 

პროექტი წარმატებით დასრულდა 2016 წლის თებერვალში.