სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიული ამოცანის შექმნა.

პროექტი ითვალისწინებს სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიული ამოცანის შექმნას (სითბოს დანაკარგებისა და თბოიზოლაციის კრიტიკული დიამეტრის  გამოკვლევა). ლაბორატორიული  ამოცანა გულისხმობს სტუდენტების მიერ, როგორც თეორიული (პროგრამული უზრუნველყოფით), ასევე ექსპერიმენტული ჩვევების და პრაქტიკული ცოდნის დაუფლებას ისეთი საკითხის ირგვლივ, როგორიცაა  ენერგეტიკული აგრეგატებიდან  სითბოს დანაკარგების პრევენცია თბოიზოლაციის მეცნიერულად დასაბუთებული შერჩევით.

 

სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიული ამოცანა მოემსახურება  სტუდენტთა ფართო კონტიგენტს  (წელიწადში 300-დე ბაკალავრიატის  სტუდენტს). ასევე ბენეფიციარი შეიძლება იყოს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, რომელთაც დანადგარის გამოყენებით საშუალება მიეცემათ ჩაატარონ სამეცნიერო მიმართულების გამოკვლევები.

 

პროექტი წარმატებით დასრულდა 2015 წლის დეკემბერში.