სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია- ენერგეტიკის როლი თანამედროვე მსოფლიოში

პროექტი ითვალისწინებს სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტები. კონფერენცია იქნება სამეცნიერო ხასიათის. სტუდენტების მიერ წარმოდგენილი სტატიები გამოიცემა კრებულის სახით, რომელთაც რეცენზირებას გაუწევენ სამეცნიერო ხელმძღვანელები. კონფერენციაში, სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ სექციურად – 5 სექციაში.