წიაღისეული და განახლებადი სათბობის თბოუნარიანობის საზომი სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის შექმნა

პროექტი ითვალისწინებს თხევადი სათბობის თბოუნარიანობის საზომი სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის შექმნას. ლაბორატორია აღჭურვილი იქნება შემდეგი ხელსაწყოებით და მოწყობილობებით: საკვლევი ნიმუშების საშრობი დანადგარი, ნიმუშების ბრიკეტების დასამზადებელი დანადგარი, მაღალი წნევის ჟანგბადით უზრუნველყოფის სისტემა, პრეციზიული კალორიმეტრი, კალორიმეტრული პროცესების კომპიუტერული მართვის და ცდის შედეგების დამუშავების ავტომატიზებული სისტემები, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები. ლაბორატორია მოემსახურება ყველა საფეხურის სწავლების სტუდენტებს სასწავლო პროგრამების შესაბამისად (ყოველწლიურად 250 სტუდენტი). ლაბორატორია დაინტერესებულ ორგანიზაციებს უზრუნველყოფს სათბობის თბოუნარიანობის მონაცემებით.

 

ენერგეტიკულ ბალანსში ძირითადი ნაწილი უჭირავს წიაღისეულ  სათბობს: ნავთობი, გაზი, ნახშირი, წვადი ფიქალები, რომელთა მარაგები  შეზღუდულია. ორგანული სათბობის დაწვის შედეგად წარმოშობილი გაზები და ორგანული ნაერთები  აბინძურებენ ატმოსფეროს, აყენებენ საგრძნობ ზიანს წყლის და მიწისზედა ეკოსისტემას. მიუხედავად იმისა, რომ წიაღისეული სათბობის  მარაგი ამოწურვადია, იგი ჯერ კიდევ რჩება ძირითად ენერგეტიკულ სათბობად, ამიტომ აქტუალურია მისი გამოყენების ეფექტურობის გაზრდა და შეძლებისდაგვარად განახლებადი სათბობით ჩანაცვლება. თბოაგრეგატებში (წყალგამაცხელებელი და ორთქლის ბოილერები, სხვადსხვა დანიშნულების ღუმელები, საშრობები,  სატრანსპორტო დანადგარები და სხვა) გამოყენებული წიაღისეული და განახლებადი სათბობის გამოყენების ეფექტურობის შესაფასებლად მნიშვნელოვანი პარამეტრია სათბობის თბოუნარიანობა. ამდენად სათბობის თბოუნარიანობის დადგენა აქტუალურ ამოცანას წარმოადგენს.

 

პროექტი წარმატებით დასრულდა 2016 წლის ივნისში.