ჩვენს შესახებ

ა(ა)იპ ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობის ფონდი“ დაფუძნდა 2014 წელს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით და ენერგეტიკული კომპანიების მონაწილეობით. ,,ფონდის“ წევრები არიან სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“, შპს ,,ენგურჰესი“, შპს ,,ენერგოტრანსი“ და სს გეს ,,საქრუსენერგო“.

 

,,ფონდი“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების მიერ შემუშავებული ენერგეტიკული პროექტების განხილვა და პერსპექტიულად მიჩნეული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა (დაფინანსების ჩათვლით);
  • ენერგეტიკის სფეროსათვის კვალიფიციური კადრების მომზადება/გადამზადების პროცესის ხელშეწყობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი ენერგეტიკული პროფილის ფაკულტეტების, ასევე ენერგეტიკული დარგის მომწესრიგებელი და სხვა ხელშემწყობის პროფილის სტუდენტების და სპეციალისტების სამეცნიერო და სასწავლო საქმიანობის კოორდინაცია;
  • ენერგეტიკის სფეროში ცდებისა და ლაბორატორიული კვლევების, კონფერენციების, შეხვედრებისა და სემინარების ორგანიზება;
  • ენერგეტიკის დარგში განსახორციელებელი სხვადასხვა სახის პროექტებისა და წინადადებების შემუშავება.

სტუდენტების მიერ წარმოდგენილი ნაშრომების, პროექტების და წინადადებების განხილვას, შეფასებას, შერჩევას და მათ შორის საუკეთესოთა განხორციელების ხელშეწყობას უზრუნველყოფს ,,ფონდის“ გამგეობა, რომელიც იკრიბება ყოველკვარტალურად. ფონდის წევრები გამგეობაში წარმოდგენილი არიან ორგანიზაციების ხელმძღვანელების (დირექტორების) სახით.