პროექტის წარდგენის მეთოდოლოგია

პროექტის წარსადგენად, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გააგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: studfund@gedsf.ge

პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. წარდგენილი პროექტი უნდა ეხებოდეს ენერგეტიკის სფეროს.

 

განაცხადი უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისგან:

  • პროექტის სათაური, დაფინანსების მაძიებელი პირის უმაღლესი სასწავლებლის და ფაკულტეტის დასახელება, პირადი და საკონტაქტო მონაცემები;
  • პროექტში მონაწილე პირების სრული სია;
  • პროექტის მოკლე აღწერა; პრობლემის აქტუალობა; პროექტის ამოცანები და მათ მისაღწევად დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები, სამუშაოები, აქტივობები; პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების, სამუშაოების, აქტივობების თანმიმდევრობა და ვადები; პროექტის შედეგები და მათი გაზომვის საშუალებები;
  • პროექტის დეტალური ბიუჯეტი;
  • ინფორმაცია პროექტის თანადაფინანსების მსურველი პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ და თანადაფინანსების მოცულობა. აგერთვე, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ პროექტის რომელი კომპონენტის დაფინანსება სურს აღნიშნულ პირს;
  • დამატებითი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პროექტის წარსადგენად, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გააგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: studfund@gedsf.ge

სასურველია:

  • პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი არ აღემატებოდეს 15 000 ლარს;
  • პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა არ აღემატებოდეს 1 წელს.

,,ფონდში“ პროექტის წარდგენის ვადა არაა შეზღუდული. პროექტების დაფინანსების შესახებ გამგეობის წევრები გადაწყვეტილებას მიიღებენ გამგეობის სხდომაზე, რომელიც გაიმართება წელიწადში ოთხჯერ, ყოველკვარტალურად. გამარჯვებული პროექტების გამოსავლენად, გამგეობის წევრები, ყურადღებას გაამახვილებენ წარდგენილი პროექტების მოსალოდნელ შედეგებზე, სტუდენტების ჩართულობაზე, საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე და ბიუჯეტზე.

 

პროექტის ავტორებს, პროექტის დაფინანსების ან არდაფინანსების თაობაზე პასუხი ეცნობებათ გამგეობის სხდომის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღეში. პროექტის დამტკიცების შემდეგ, პროექტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ გამგეობის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. პროექტის გამარჯვების შემთხვევაში, დაფინანსების მიმღები პირები ვალდებული იქნებიან, პერიოდულად, წარმოადგინონ ანგარიში გაწეული საქმიანობისა და ფინანსური დანახარჯების შესახებ.